თეგებით ძიება

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს

ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა. 

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა