თეგებით ძიება

ილუზიები Deep State-ზე, მასონურ დაჯგუფებებსა და "ომის პარტიაზე" გაქრა - მამუკა ხაზარაძე

ილუზიები Deep State-ზე, მასონურ დაჯგუფებებსა და "ომის პარტიაზე" გაქრა - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "პირველებთან" განაცხადა. 

მისი თქმით, ე.წ. ხელისუფლება თავის მოღვაწეობას მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებზე აგებს, რადგან ხაზარაძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია "თვისობრივად მატყუარა ადამიანი"

"ილუზიები Deep State-ის, რაღაც მასონური ჯგუფების, "ომის პარტიის" - ეს ყველაფერი გაქრა იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გვყავს ის ვაი ხელისუფლება, ე.წ. ხელისუფლება, რომელიც თავის მოღვაწეობას მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებზე აგებს და ეს იმიტომ, რომ მათი თავმჯდომარეა მატყუარა.

ბიძინა ივანიშვილია თვისობრივად მატყუარა ადამიანი, რომლისთვისაც ტყუილი არის ჩვეულებრივი მოხმარების საგანი.

ასე, რომ 20-ის მერე, ინაუგურაციის [დონალდ ტრამპის] მერე რაღაც მოხდება - არაფერი არ მოხდება, მოხდება ძალიან ცუდი, ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა "პირველებთან" მამუკა ხაზარაძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა