კენიის ერთ-ერთ სოფელში, კოსმოსიდან 500-კილოიანი მეტალის ნაწილი ჩამოვარდა - BBC
კენიის ტერიტორიაზე კოსმოსიდან 500 კილოგრამიანი მეტალის ნაწილი ჩამოვარდა. როგორც კენიის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, უზარმაზარი ობიექტი დაეცა სოფელ მუკუკუს მიწაზე, რომელიც დედაქალაქ ნაირობიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. არსებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პირველადი შეფასებით, ეს არის რაკეტის ნარჩენი, რომელიც როგორც წესი, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას, ან ისეთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდეს, როგორიცაა მაგალითად, ოკეანე.
კენიის კოსმოსური სააგენტოს ექსპერტებმა ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.