თეგებით ძიება

ლუკა კურტანიძე შეყვარებულია და დაქორწინებას გეგმავს - ვინ არის მისი რჩეული

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი - ეს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ლუკა კურ­ტა­ნი­ძე რე­გა­ლი­ე­ბია. ბოლო წლებ­ში სპორ­ტსმე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან შორს იჭერ­და თავს 2023 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და რომ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ბორ­ჯო­მის მო­ნას­ტერ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ოქ­ტომ­ბერ­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ვე­ტე­რა­ნებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ინ­ფორ­მა­ცია მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კურ­ტა­ნი­ძემ სთო­რი­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორ გა­ვარ­კვი­ეთ, გო­გო­ნა ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი სო­ფია ფიტი, იგი­ვე სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

წყა­რომ გვი­თხრა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებს და სო­ფი­ამ ლუკა უკვე გა­აც­ნო დე­დას და დებს.

სო­ფია მე­ფა­რიშ­ვილს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით. ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო დაგ­ვი­დას­ტუ­რა

- სო­ფია, მარ­თა­ლია, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძე თქვენ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია?

- დიახ, ჩემ­ზე უზო­მოდ არის ლუკა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. თქვენ­თვის მეტი არაფ­რის თქვა არ შე­მიძ­ლია. დიდი ბო­დი­შით და სიყ­ვა­რუ­ლით სო­ფია ფიტი.

- სო­ფია, თქვენ ფიტ­ნეს ტრე­ნე­რი ხართ?

- დიახ, არა­ერ­თი მედ­ლის მფლო­ბე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რი გახ­ლა­ვართ.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო ხომ არ შე­გქმნი­ათ პრობ­ლე­მა, უგებთ ერ­თმა­ნეთს?

- არა­ნა­ი­რი, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა გვერ­დში მიდ­გას. ნეტა ბევ­რი კაცი იყოს ლუ­კას­ნა­ი­რი.

სა­უბ­რის და­სას­რულს სო­ფომ, ჩემ­პი­ონ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან კი თავი შე­ი­კა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ექ­ვსწლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ 2019 წელს მე­უღ­ლეს, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს და­შორ­და. წყვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რო­გორც კურ­ტა­ნი­ძეს, ისე მი­ქა­ცა­ძეს - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან უკვე ჰყავ­დათ შვი­ლე­ბი. მი­ქა­ცა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, კურ­ტა­ნი­ძე აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა