იაპონიაში მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა
იაპონიაში მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა. ტომიკო იტოოკა 116 წლის იყო. ბოლო წლებში ის ქალაქ ასიის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.
ტომიკო მსოფლიოს უხუცეს ადამიანად 2024 წლის აგვისტოში აღიარეს, მას შემდეგ, რაც 117 წლის ასაკში ესპანელი მარია ბრანიას მორერა გარდაიცვალა.