თეგებით ძიება
05. 01. 2025 მსოფლიო

ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური - ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური და ბონო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოზე წარდგენილ ადამიანებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე. ეს ბოლო უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა, რომელსაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ამპლუაში გასცემს.

"როგორც პრეზიდენტს, ბოლოჯერ მაქვს პატივი გადავცე თავისუფლების ორდენი - ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - ადამიანების არაჩვეულებრივ ჯგუფს, რომლებმაც გაიღეს ყველაფერი ამერიკის კულტურის ჩამოსაყალიბებლად. ასე რომ, მინდა გითხრათ მადლობა, მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ ყველაფრისთვის რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთეთ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა