მინდა, უცხოეთში ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსეთის იმპერია მოიქცეოდა - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობამ მშვიდობა აირჩია. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია შერიგება და არჩევნების აღიარება.
„მე მინდა, უცხოეთში ამ ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, რომ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსის იმპერია მოიქცეოდა, 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ რისთვის ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე. დიდი შერიგება უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა შევრიგდეთა“, - განაცხადა მეუფემ.