თეგებით ძიება

მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს - გიორგი გახარია პია კაუმას

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.

„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, - აღნიშნულია წერილში.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ხელში, არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იარაღად გამოიყენონ“.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს“, - აღნიშნულია წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა