თეგებით ძიება

არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს - სალომე ზურაბიშვილი

არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას, რასაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა