„ეს ჰგავს 37,1 ტემპერატურაზე ანტიბიოტიკის დალევას“ - რას წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური ნევროზზე?
თითოეული ჩვენი ნევროზი არის გარკვეული ფორმა, რომლის მეშვეობით ჩვენი ფსიქიკა ჩვენთან „საუბარს“ ცდილობს - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
თითოეული ჩვენი ნევროზი არის გარკვეული ფორმა, რომლის მეშვეობით ჩვენი ფსიქიკა ჩვენთან „საუბარს“ ცდილობს. ნევროზი გარკვეულწილად გვეხმარება რაღაც გავაცნობიეროთ, ასე ვთქვათ, რაღაც „მისია“ შევასრულოთ, რაღაცას მივხვდეთ და მისი მომენტალური განკურნებით ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა ვრჩებით.
ეს ჰგავს 37,1 ტემპერატურაზე ანტიბიოტიკის დალევას. ნევროზის თითოეულ „ორმოში ჩავარდნა“ ეს არის საშუალება გავაცნობიეროთ, თუ რა გზა გვაქვს გასავლელი, რა „მისია“ გვაქვს შესასრულებელი. თუ ჩვენ კრიზისის დროს ვიწყებთ არა მის გაცნობიერებას, არამედ მომენტალურად ვიწყებთ დამნაშავის ძიებას, მაშინ ვხვდებით მინიმუმ პასიური მსხვერპლი. ამ შემთხვევაში რაიმეს გაცნობიერების და რაც მთავარია, გამარჯვების შანსი მკვეთრად მცირდება.
ცხადია, ნევროზი უნდა განიკურნოს, თუმცა უპირველესად ის უნდა გაცნობიერდეს და უნდა გახდეს ჩვენი მასწავლებელი, რათა გამოვრიცხოთ ნევროზის „ორმოში“ ხელახალი ჩავარდნა - წერს რამაზ გიგაური.