წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ოკუპირებული გალის რაიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და საზოგადოებას.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.