თეგებით ძიება
05. 01. 2025 მსოფლიო

ოლაფ შოლცი გერმანიის ოპოზიციას ბრალს სიცრუის გავრცელებაში სდებს

გერმანიის კანცლერი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ.

შოლცის თქმით, ეს არის ყალბი განცხადება და არავის აქვს ამის გაკეთების უფლება.

„ეს მიუღებელია. ამის მტკიცებულება არ არსებობს. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ამაზე თუნდაც ფიქრობდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მართალი ადამიანები აღშფოთებულები იქნებიან, როდესაც ყალბ ბრალდებებს უყენებენ. კანცლერს აქვს მკაფიო პოზიცია. მას კიდევ ერთხელ განვმარტავ. გერმანია ამ დროისთვის არის ევროპაში უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერი და ასეთად დარჩება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მანამდე გერმანიის ოპოზიციაში განაცხადეს, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ გერმანიის ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა