თეგებით ძიება

"წარმოგიდგენიათ, როგორია ხანძარი მიტოვებულ სოფლებში? ხომ არ გგონიათ ან სახანძრო მიეშველებოდა, ან სასწრაფო მიუსწრებდა" - ნანა გეგეჭკორი სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ამერიკაში მცხოვრები კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, 5 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და იქ არსებულ გაუსაძლის ყოფაზე წერს.

"კოვიდის პერიოდში მიღებული სასოწარკვეთილი წერილებიდან განსაკუთრებით მძიმე ასატანი ჩემთვის აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა იყო. ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ავადმყოფობაზე მწერდნენ, იმდენად საშიში მომეჩვენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვა-პასუხისთვის დროის დაკარგვას პირდაპირ დავურეკე. მართლაც მძიმე პაციენტი იყო. ისეთი როგორებსაც ჰოსპიტალში ძლივს ვუვლიდით. ცხადია ჩემი პირველი ინსტიქტი იყო, სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაყვანის რჩევა. მითხრეს რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე შორი იყო და არც ტრანსპორტირების რაიმე შესაძლებლობა არსებობდა. ის სამედიცინო დაწესებულება როგორი იყო ეს ხომ ცალკე სადარდებელია. სხვა გზა არ იყო, სახლში ვმართე მეუღლის დახმარებით. ბოლოს ისე გაიწრთვნენ, ლამის სხვების დახმარებაც შეეძლოთ. მას მერე ათეულობით და ხშირად ასეულბით წერილებს სასწრაფოდ ჩავუყვებოდი ხოლმე, ვინმე ასეთი მივარდნილი ადგილიდან არ ყოფილიყო, დავახარისხებდი სიმძიმის მიხედვით და მერე  ვიწყებდი პასუხების დაბრუნებას. 

წარმოგიდგენიათ, როგორია ხანძარი იმ ყველასგან მიტოვებულ სოფლებში? ხომ არ გგონიათ ან სახანძრო მიეშველებოდა, ან სასწრაფო დახმარება მიუსწრებდა გადარჩენის შანსი რომც ჰქონოდათ? სასწრაფო რომც მისულიყო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ხარისხის დახმარებას მიიღებდნენ დამწვარი ბავშვები?", - წერს ექიმი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა