შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს 03:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება
შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროპოლიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს.
6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.