თეგებით ძიება

ქუჩები, სადაც 9 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება - ნახეთ ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის  გორის, შმიდტის, ტატიშვილის, ბურძგლას, საირმის, გონიაშვილის, ანჯაფარიძის, მინდელის, სანდრო ეულის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, შუამთის, გახოკიძოის, კალოუბნის, იყალთოს, ვასაძის, საცხენისის, აბაშვილის, მიშველაძის, ბერიაშვილის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, ჯავახეთის, აბულაძის, მზითაგორის, ნაირაშვილის, მაისურაძის, შტენბერგის, შანდორ პეტეფის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა