თეგებით ძიება
09. 01. 2025 მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა, - ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით.

AccuWeather-ის შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა