დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძრის გამო ჯო ბაიდენს ადანაშაულებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძრის გამო, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს და მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ადანაშაულებს.
„ხანძარი ლოს-ანჯელესში დოლარის ეკვივალენტში, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი რამ იყოს. ბევრს ეჭვი ეპარება, ეყოფათ თუ არა სადაზღვევო კომპანიებს ფული ამ კატასტროფის ზარალის ასანაზღაურებლად“, - დაწერა ტრამპმა.
ლოს-ანჯელესის ოლქში გავრცელებული ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს, მეხანძრეებმა ჯერ ცეცხლის ვერცერთი კერის ლოკალიზება ვერ შეძლეს. შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი.