თეგებით ძიება

"მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“ - მიხაილ როთი

ხალ­ხი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს და ძლი­ერ, სან­დო მთავ­რო­ბას იმ­სა­ხუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხა­ილ როთ­მა თბი­ლის­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდ­რო კავ­შირ­ში ვართ და არა მხო­ლოდ საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი და გერ­მა­ნია, ე.წ. ვა­ი­მა­რის სამ­კუ­თხე­დის ფორ­მატ­ში. გან­ვი­ხი­ლავთ ჩვენს წვლილს ამ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­სა­ცა­ვად და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ გვყავს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა დავძლი­ოთ, რად­გან ხალ­ხი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს და ძლი­ერ, სან­დო მთავ­რო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი გვჭირ­დე­ბა და ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, რად­გან ჩვენ ასე­ვე ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა გვჭირ­დე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ როთ­მა.

მისი თქმით, არა­გო­ნივ­რუ­ლია იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მხარს და­უ­ჭერს.

"დო­ნალდ ტრამ­პის, რო­გორც აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ ვა­რა­უ­დებს არ გა­მოვ­თქვამ, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რად ახ­ლოს არი­ან ბა­ტონ ტრამ­პთან, ისე­ვე რო­გორც ბა­ტო­ნი უილ­სო­ნი, მკა­ფიო გზავ­ნი­ლებს აკე­თე­ბენ. მათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი უკვე და­ა­წე­სეს, ამი­ტომ, იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მხარს და­უ­ჭერს, არა­გო­ნივ­რუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხა­ილ როთ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა