თეგებით ძიება

"უბედური შემთხვევა მოხდა.... სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე" - ჯანდაცვის მინისტრი ორთაჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მი­ხელ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მი­საა და ისი­ნი კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბენ.

"უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ზუს­ტი მი­ზე­ზი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლე­ბა რომ ვთქვათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უბ­რო­ბენ გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე ან ქსე­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე, რა­მაც აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე პირი იმ­ყო­ფე­ბა კლი­ნი­კა­ში და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლი­საა, ძი­რი­თა­დად, ისი­ნი უსაფრ­თხოდ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ერთ-ერთი პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა და ის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სა­უ­ბე­დუ­როდ, ერთი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ გარ­დაც­ვლი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და, მათ შო­რის ერთი ბავ­შვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა