"არსებობს ომის დასრულების მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული" - ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს "ძალიან სწრაფად" შეხვდეს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
"ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად. ამას უფრო ადრე გავაკეთებდი, მაგრამ საჭიროა ოფისში ყოფნა. ზოგიერთი რამისთვის საჭიროა, იქ იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.