თეგებით ძიება

"კლინიკაში რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ქალა ტვინის დაზიანება და გულმკერდის დახურული ტრავმა" - ექიმი ორთაჭალაში დაშავებულის მდგომარეობაზე

ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - თბილისში აფეთქება მოხდა. ორთაჭალაში მდებარე დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ჩამონგრეულია შენობის ფასადი და კედლები. მოსახლეობა დროებით სხვაგან გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, როგორც "ნიუ ჰოსპიტალსის" სამედიცინო დირექტორმა, გიორგი კორძახიამ აღნიშნა, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის კლინიკაში რჩება.

"ჩვენს კლინიკაში მოყვანილი არის სამი პაციენტი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის და ორი მოზრდილი. ორის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ბავშვი იწერება უკვე ბინაზე, მიეცემა რეკომენდაციები და დაკვირვების ქვეშ გაეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, იმიტომ რომ მსუბუქი დაზიანება იყო. კლინიკაში რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება არის საკმაოდ მძიმე, ეს არის ქალა ტვინის დაზიანება და გულმკერდის დახურული ტრავმა", - აღნიშნა ექიმმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა