თეგებით ძიება

მედიის ნაწილი 20:00 საათამდე გაიფიცა

მედიის ნაწილი აცხადებს, რომ 20:00 საათამდე გაიფიცა. მათ შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“, „კავკასია“ და „პალიტრამედია“.

მათი განცხადებით, ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 14 იანვარს იმსჯელა. დაცვის მხარემ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა