„და-ძმას ექნება სითბო და ყველანაირი პირობა ნორმალური ცხოვრებისთვის“ - აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
სცენარისტი,საქველმოქმედო პროექტების ავტორი, აკა სინჯიკაშვილი ახლახან, სოციალურ ქსელში წერდა, რომ მიტოვებული, ავარიული კორპუსის ნანგრევებში მოხუცი და ავადმყოფი და-ძმა იპოვა. „არც წყალი აქვთ, არც დენი, არც გაზი და ყოველ წამს საფრთხეა, რომ ჩამოინგრეს და ნანგრევებმა ორივე მოიყოლოს. ასე ტანჯვისთვის არიან გაწირულები“ - წერდა აკა სინჯიკაშვილი. დღეს კი სცენარისტი ამ ამბის ბედნიერი დასასრულის შესახებ წერს და კეთილ ადამიანებს მადლობას უხდის.
„საახალწლო ბედნიერი ამბები
ერთ დღეში მოვასწარით ყველაფერი თქვენი ყველას ჩართულობით, კომპანია BDO Georgia-ს დახმარებით, რამდენიმე კარგი ადამიანის ძალისხმევით მოვახერხეთ და მოხუც და-ძმას საცხოვრებელი დავუდგით ექნებათ სითბო და ყველანაირი პირობა ნორმალური ცხოვრებისთვის❤️ ყურადღებასაც სულ მივაქცევთ, სანამ დავჭირდებით
ამათთვის ახლა ეს მართლა სასწაულია
ამდენი წლის შემდეგ, პირველად უყურებენ თბილ ოთახში, სუფთა საწოლიდან ტელევიზორს ❤️
სასწაულებით და ბედნიერებით სავსე წელს გისურვებთ - წერს აკა სინჯიკაშვილი.