თეგებით ძიება

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ - პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“.

მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან, სადაც  მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. 

მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა