"აქ ყოფნა ოცნებაა, უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი" - ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტზე, რომელიც 17 იანვარს საღამოს გააფორმა და ძალაში 2029 წლამდეა.
"აქ ყოფნა ოცნებაა. „პარი სენ-ჟერმენზე“ ბევრი ძალიან კარგი რამ მითხრეს. უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. ახლა მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის ფორმას როდის მოვირგებ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
"პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.