"ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში" - ნინია კაკაბაძე
"ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში" - ამის შესახებ ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე "ტვ პირველთან" აცხადებს და მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.
ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში. ყველაფერი განმეორდება ისე, როგორც ეს იყო რუსეთში. ჩვენ არ გვჭირდება მკითხაობა, რა იქნება. ჩვენ უნდა ჩავხედოთ რა იყო რუსეთში და გადმოვიტანოთ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც იყო რუსეთში, იგივე მეორდება'', - ამბობს ნინია კაკაბაძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.