თეგებით ძიება

პარტია „ლელოს” წევრებზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ თავს პროვოკატორები დაესხნენ. ბუაძის ინფორმაციითვე, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს, რის გამოც დაზიანება აქვს. ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა