თეგებით ძიება

"ტყუილად ფეხებში ნუ ებლანდებიან... საერთაშორისო არენაზე ზურაბიშვილი ისედაც მაქსიმუმს აკეთებს " - ხუხაშვილი ოპოზიციაზე

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბით, შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ჩე­მის აზ­რით, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აშშ-ში ვი­ზი­ტით და ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბით, იგი­ვე შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ, რაც და­უშ­ვეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, რო­დე­საც პრაქ­ტი­კუ­ლად არ აღი­ა­რეს პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის უპი­რო­ბო ლი­დე­რად და სა­კუ­თა­რი თა­ვით ტკბო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი.

პარ­ტი­ე­ბის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია - მათ უნდა იპო­ვონ პრო­ტეს­ტში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზე­ბი და მო­ი­პო­ვონ ხალ­ხის მხრი­დან მათი, რო­გორც ლი­დე­რე­ბის აღი­ა­რე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ისე­დაც მაქ­სი­მუმს აკე­თებს და ტყუ­ი­ლად ფე­ხებ­ში ნუ ებ­ლან­დე­ბი­ან", - წერს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 20 იან­ვარს, დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა