თეგებით ძიება

ლევან იზორია განათლების საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა

ლევან იზორია განათლების საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა.

იზორია ბოლოს გერმანიაში ელჩის თანამდებობას იკავებდა.

განათლება

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1996 წელს;

გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 1999 წელს;

გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა 2002 წელს.

კარიერა

1995-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი;

1999-2002წწ. გერმანიის ქალაქ გოტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე;

2002 წლიდან - საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

2002-2003წწ. სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორი;

2003-2004წწ. გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;

2004-2006წწ. შსს აკადემიის რექტორი; 2

006-2007წწ. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

2007-2009წწ. მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი);

2009-2010წწ. კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

2009-2011წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2010-2011წწ. წლის ივლის-აგვისტოში მეცნიერული მივლინება ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში;

2011-2014წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

2014 წლიდან საქართველოს შსს-ს აკადემიის სრული პროფესორი;

2012-2015წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე;

2015-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

2016-2019წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

2019-2020წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფორსი;

2019-2020წწ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;

2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა