"მადლობა შს მინისტრს, რომ ისეთი ღირსეული პოლიციელები ემსახურებიან აჭარას, როგორიც ბესელია და დგებუაძეა" - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პოლიციელებს მადლობას უხდის.
"პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას...
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონში როგორიც გახლავთ ბატონი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე. ასე რომ, ჩვენ ასეთი ბევრი პოლიციელი გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას და აღსრულებას“,- აცხადებს რიჟვაძე.