თეგებით ძიება

ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც სასტუმრო „შერატონზე”, ასევე სხვა კონკრეტულ დაწესებულებებზე - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სასტუმრო „შერატონსა“ და კონკრეტულ დაწესებულებებზე, ზეწოლა ხორციელდება.

„კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ამ შემთხვევაში ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც სასტუმრო „შერატონზე”, ასევე სხვა კონკრეტულ დაწესებულებებზე.

ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში უნდა მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და შესაბამისი შედეგი დადგება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა