თეგებით ძიება

მე ვთქვი, შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა - მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე

„მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ.

„კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო ახლა მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, უბრალოდ თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა