„მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რო აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“ - ანდრო ჭიჭინაძის დედა
დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მამუკა მდინარაძეს პასუხობს.
„მამუკა მდინარაშე ლაპარაკობს მაესტროზე ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს კარგი ბიჭია კარგი მსახიობია და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსხიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო, მაგრამ მაშინ რატო ტყუის რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რო აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შეუძლია თავდებში ჩაუდგეს ანდრო ჭიჭინაძეს თუ „ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის“.
„კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო ახლა მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, უბრალოდ თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.