თეგებით ძიება

„ზუსტად იმავეს გავაკეთებდი ანალოგიურ სიტუაციაში“ - გურამ მაცხონაშვილი

აქციაზე დაკავებულმა რეჟისორმა, გურამ მაცხონაშვილმა ადმინისტრაციული საქმის პროცესზე განაცხადა, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ზუსტად იგივეს გააკეთებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩემთვის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი, იმიტომ, რომ არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, შესაბამისად, არ ვაღიარებ ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ მინისტრებს. 

მე არ შემეძლო ნიღბის მოხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი იქ ყოფნის საფუძველი სწორედ ეს იყო. თუ გავყვებით პოლიციელების ქცევის ლოგიკას, მათი თხოვნა იყო, რომ მომეხსნა, რომ ვყოფილიყავი იდენტიფიცირებად, რამდენჯერმე მოვიხსენი, სახელი და გვარიც ვუთხარი. ამან შეიძინა სიმბოლური მნიშვნელობა,როცა ამისი დრო და ადგილი იყო, პოლიციის განყოფილებასთან, განზრახ გავიკეთე თავსახვევი. 

[...] ზუსტად იმავეს გავაკეთებდი ანალოგიურ სიტუაციაში, იმიტომ, რომ მნიშნელოვანია თანმიმდევრულობა ჩვენი მხრიდან". 

ცნობისთვის, გურამ მაცხონაშვილი თემქაზე გამართულ აქციაზე 18 იანვარს დააკავეს. მისი დაკავება მოჰყვა პოლიციის მხრიდან ნიღბების მოხსნის მოთხოვნას. 

გურამ მაცხონაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას) და 174/1 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების დარღვევას ედავებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა