თბილისში ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში იმართება
თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ქართულ ამერიკული მეგობრების მარში დაიწყო. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
მსვლელობა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად იმართება. ამ ფორმით კი დემონსტრანტებს სურთ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება, რომ ახლა ამერიკასთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.
ცოტა ხნის წინ ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის წევრები რუსთაველის გამზრზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი