დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო
დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმშია - ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცის დადებისთვის ემზადება.
ცოტა ხანში ფიცს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დადებს, ხოლო შემდეგ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.
ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.