თეგებით ძიება

"ზურა მამა შალვაზე ბევრად ძალიან მაგარი ადამიანი იყო" - გიორგი დარასელია

ოთხი დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა დეკანოზ შალვა კეკელიას ძმა, ზურაბ კეკელია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ახალგაზრდა კაცი მშობლიურ სოფელ ბანძაში გუშინ გადაასვენეს. უკანასკნელ გზაზე მას დღეს, 21 იანვარს გააცილებენ.

გადაცემის - "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად" წამყვანმა ზურაბი თავის გუშინდელ ეთერში ასე გაიხსენა.

გიორგი დარასელია: ჩემი მეგობრის, მამა შალვა კეკელიას ძმა, ზურა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მამა შალვას იცნობს ყველა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ზურა მამა შალვაზე ბევრად ძალიან მაგარი ადამიანი იყო. უკარგესი ადამიანი დაკარგა საქართველომ და მისმა მშობელმა. მადლობა, რომ ასეთი შვილი გყავდათ და მადლობა იმისთვის, რომ ზურა ამქვეყნად არსებობდა. ადამიანი არ არსებობდა, ვინც იცნობდა და არ უყვარდა ის. ვიზიარებ აქედან და მწუხარებას გამოვხატავ...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა