თეგებით ძიება

გერმანული ფახვერკი ანუ როგორ ავაშენოთ სახლი, რომელიც 500 წელს გაძლებს?

ნამდვილი კარკასული სახლი არც ფინური ხის კოტეჯია და არც ამერიკული თაბაშირ-მუყაოს სახლი. ეს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და მყარი სახლია, რომელიც გერმანელებმა ჯერ კიდევ გასულ ათასწლეულში, ან უფრო ადრე გამოიგონეს. მეცნიერულადაც დადასტურებულია და ფაქტებითაც, რომ ზოგმა კარკასულმა სახლმა შეიძლება 1000 წელი ყოველგვარი რეკონსტრუქციის გარეშე გაძლოს და ხალხმა ასეთ სახლში საუკუნეების განმავლობაში, კომფორტულად იცხოვროს. 

გერმანიაში, ჰარცის მთების ჩრდილოეთით, საქსონია-ანჰალტის მხარეში ლამაზი ქალაქი, კვედლინბურგი  მდებარეობს. ცნობილია, რომ ქალაქის სააბატო მე-9 საუკუნეში აშენდა და 10 საუკუნეზე მეტია, ყოველგვარი შეკეთებისა და რეკონსტრუქციის გარეშე დგას. თუმცა, ამჯერად არა ქვისგან აგებულ სააბატოზე, არამედ კვედლინბურგის კარკასული ტიპის ქალაქურ სახლებზე გიამბობთ. 

Старый каркасный дом у немецком городе Кведлинбург, который был построен чуть ли не 800 лет назад

არქივში აღმოჩენილი უძველესი საბუთების თანახმად, კვედლინბურგის ერთ-ერთი კარკასული სახლი 1233 ან 1347 წელს აშენდა. მისი ნახვისას ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა - როგორ ავაშენოთ კარკასული სახლი ისე, რომ 1000 თუ არა, 500 წელი მაინც იდგეს?

Очень старый каркасный дом. Стоит, шатается, но не жалуется. Фото сделано в Англии. Откуда в Англии германский фахверк? Да германцы еще в I-м веке с собой привезли из Германии, ведь англичане - это прямые их потомки

ათი საუკუნის წინ აშენებული სახლის კედლების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სახლის ჩარჩო მუხისგან ააგეს, ხოლო კედლები ქვებითა და თიხით ამოავსეს. მუხა, ქვა და თიხა თითქმის მარადიული მასალაა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ამიტომ, თანამედროვე დეველოპერებს შეუძლიათ ძველი გერმანელების გამოცდილება გაიზიარონ და კარკასული სახლები მათი პროექტებით ააშენონ. 

რა თქმა უნდა, მუხის მასალა ძვირია, ამიტომ შეგიძლიათ რამე უფრო იაფი, მაგალითად, ფიჭვი შეარჩიოთ. იმისთვის, რომ ფიჭვის მასალამ 1000 წელი გაძლოს, კაუსტიკური სოდის ხსნარში უნდა მოხარშოთ, როგორც ამას ამერიკელები აკეთებენ, თუმცა ამერიკული კარკასის სახლი 200 წელზე მეტს არ ძლებს. თუ ცოტა მეტს გადაიხდით და ლარიქსის ხის მასალას (ლისტვინიცა) შეიძენთ, ის 1000 წელიწადს ნამდვილად გაძლებს.  ცნობისთვის, ვენეციაში ყველა სახლი ლარიქსის ხის საყრდენებზე, მარილიან წყალში დგას, რომელიც ხისთვის მტკნარ წყალზე ბევრად უფრო საშიშია, მაგრამ 5 საუკუნეა, უძლებს. 

ხის მასალისგან განსხვავებით, კარკასული სახლის კედლების შესავსები ქვების შოვნა გაცილებით დიდი პრობლემაა  - ხრეში და ღორღი ბევრია, მაგრამ მცირე ზომის გამო, არ გამოდგება.  იქნებ ქვის ნაცვლად, აგური გამოვიყენოთ, როგორც ამერიკელებმა? ისინი თავიანთ კარკასულ სახლებში - colombage pierrot კედლებს დღემდე აგურით ავსებენ და მშვენიერი შედეგი აქვთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქვის აგურით ჩანაცვლება ძვირი სიამოვნებაა, რადგან  ამერიკაში კერამიკული აგური ძალიან ძვირია, სილიკატურს კი  მასობრივად არა აწარმოებენ, ამიტომ ისიც ძვირია. 

А вот еще очень старые фахверковые дома, в которых до сих пор живут люди. Фото тоже сделано где-то на юге Англии

ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენთან სილიკატური აგური მასობრივად იწარმოება და საკმაოდ იაფია, ამიტომ ქვის აგურით ჩანაცვლება შეგვიძლია. საბოლოოს, საცხოვრებლად კომფორტულ კარკასულ სახლს მივიღებთ, რომელიც 1000 წლის განმავლობაში იდგება. 

Старый немецкий каркасный дом с кирпичами в стенах

და ბოლოს, სახლი, რომელზეც ამდენი გიამბეთ, უფრო ფახვერკია, ვიდრე კარკასული.  ფახვერკი (გერმ. Fachwerk, Fach „პანელი“, „სექცია“ და werk „საქმე“, „ნაგებობა“) წარმოადგენს ხის ჰორიზონტალური და შვეული, აგრეთვე ირიბად განლაგებული ძელების სისტემით შექმნილ კარკასს, რომელშიც ღია ადგილები შევსებულია ქვით, აგურითა და სხვა მასალით.  ფახვერკ ნაგებობების კლასიკური დიზაინი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ითვლება, რომ ფახვერხჰაუსის სამშობლო გერმანიაა, თუმცა ფახვერკული ნაგებობები ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა