"მინდა ნათელი მოვფინო გარკვეულ საკითხებს ჩემს ფილმში შესანიშნავი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობის თაობაზე“ - ოკსანა ბუჩკოვა
ფილმ "ნინას" რეჟისორი, ოქსანა ბუჩკოვა ფილმში ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობის შესახებ „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"მინდა ნათელი მოვფინო გარკვეულ საკითხებს ჩემს ფილმში შესანიშნავი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობის თაობაზე. ჩვენ ამ ფილმს ვიღებდით 2021 წელს. მომზადება დავიწყეთ და საქართველოში ჩამოვედით 2022 წელს, ლოქდაუნის პერიოდში და ვიღებდით თებერვალსა და მარტის დასაწყისში. ანუ, ეს ხდებოდა 1 წლით ადრე უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყებამდე... ანდრო არ მონაწილეობდა არანაირ პროექტში, რომელიც იქნებოდა პროპუტინური. გარდა ამისა, კასტინგის დროს, ანდრო დაინტერესდა როგორი პოზიცია მქონდა მე პირადად და მე არასდროს დამიჭერია მხარი იმისთვის, რაც რუსეთში ხდებოდა და ყოველთვის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს ვაძლევდი ხმას, გარდა პუტინისა. ანდროსთვის ამის ცნობა იყო მნიშვნელოვანი, სანამ მუშაობას დაიწყებდა. გარდა ამისა, მეც და ჩემი ოპერატორიც 2022 წელს წავედით რუსეთიდან, რადგან არ შეგვეძლო დავრჩენილიყავით ქვეყანაში, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინასთან. მით უმეტეს, მე უკრაინაში დავიბადე და ბევრი მეგობარი მყავს იქ და ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი ტრაგედიაა ჩვენი ერისთვის. ამიტომ, ანდრო ჭიჭინაძის დაკავშირება პროპუტინისტური პროექტთან სასაცილოც კი არის. ჩვენი ოპერატორი 2022 წლის 28 თებერვლიდან თბილისში ცხოვრობს, მე ვცხოვრობ ბარსელონაში და ჩვენ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წამოვედით. მე მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. ანდრო შესანიშნავია ადამიანია და უნდა ამაყობდეთ, რომ ასეთი ხალხი ცხოვრობს საქართველოში", - თქვა ოქსანა ბუჩკოვამ.