თეგებით ძიება

"გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ აშშ-თან ურთიერთობა" - კობახიძე

ე.წ. დიფ სთე­ი­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამას გავ­ლე­ნა აქვს ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, ეს აი­სა­ხე­ბა ეს­ტო­ნეთ­ზეც - ეს­ტო­ნეთ­თან ცალ­მხრივ მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში ვრჩე­ბით, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ისი­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ზღუდ­ვას და სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

მისი თქმით, ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო ეს­ტო­ნეთ­თან ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში რჩე­ბა, ქარ­თვე­ლი და ეს­ტო­ნე­ლი ერე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბაა.

"იმ პი­რო­ბებ­ში რო­დე­საც ე.წ. “დიფ სთე­ით­ზე“ არის წნე­ხი აშშ-ში, ეს კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამას გავ­ლე­ნა აქვს ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, ეს აი­სა­ხე­ბა ეს­ტო­ნეთ­ზეც. ჩვენ ეს­ტო­ნეთ­თან ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში ვრჩე­ბით. ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის მი­უ­ღე­ბე­ლი და ცალ­სა­ხად ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ვრჩე­ბით ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში ეს­ტო­ნეთ­თან, გა­მომ­დი­ნა­რე ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ქარ­თველ და ეს­ტო­ნელ ხალ­ხს შო­რის“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აშშ-თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზა­დაა აშშ-თან ურ­თი­ერ­თო­ბა სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­ი­წყოს, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად კონ­კრე­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვი ექ­ნე­ბა და­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბას.

„და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მოხ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა და უფრო მე­ტიც, ჩვენ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ გვინ­და სუფ­თა ფურ­ცლი­დან გან­ვა­ახ­ლოთ აშშ-თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს კონ­კრე­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვით გვინ­და გა­ვა­კე­თოთ. ისე­თი­ვე გზამ­კვლე­ვით, რო­გო­რიც არის შედ­გე­ნი­ლი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის დღის წეს­რი­გი.

„მზად ვართ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბით გან­ვა­ახ­ლოთ აშშ-თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი თან­ხვედ­რა გვაქვს, ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რამ­დე­ნად შეძ­ლებს დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია აშშ-ში ე.წ. „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბას. ჩვენ ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბილ­ნი და მზად ვართ გა­და­იტ­ვირ­თოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა