თეგებით ძიება

"კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, თქვა, რომ მე "გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი" - კახა კინწურაშვილი

მე ზუს­ტად არ ვიცი ამ ბრძო­ლი­დან რამ­დე­ნად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვალ, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი: ომ­გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შვე­ბი ბო­დიშს არ იხ­დი­ან, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა "ახა­ლი თე­ატ­რის“ წინ, მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტის დროს გა­ნა­ცხა­და.

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში დგა­ნან ძლი­ე­რი და გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწო­დებს, "ამ ძლივს გა­მაგ­რე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის და­ლეწ­ვა უნდა და და­უ­ზო­გა­ვად წიხ­ლე­ბით დგე­ბა იმის­თვის, რომ თავი ჩავ­ხა­როთ, ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლოთ აწე­ვა“.

"და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, კაც­მა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი და­არ­ქვეს, ტე­ლე­ვი­ზი­ით თქვა, რომ მე, კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის წევ­რი“ ვარ და ომი მინ­და. ალ­ბათ, ამ კაც­მა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკ­ში სო­ხუ­მი­დან ომს გა­მო­ვე­ქე­ცი, ახლა მო­ი­თხო­ვენ აწე­უ­ლი თავი და­ხა­რო და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დო, ბო­დი­ში იმის­თვის, რომ 8 წლის ასაკ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­გაგ­დეს, და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნახე, დევ­ნი­ლო­ბა გა­ნი­ცა­დე, წარ­სუ­ლი და­კარ­გე, ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა გა­გიმ­წარ­და და ომის შიში ჩა­გი­სახ­ლდა, რო­მე­ლიც არ­სე­ბო­ბას არ გაც­ლის და თურ­მე ამის­თვის ბო­დიშს უნდა ვიხ­დი­დე.

ერთხელ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რო­დე­საც ომზე ჰყვე­ბი, ყო­ველ­თვის ბავ­შვის პერ­სპექ­ტი­ვი­დან აკ­ვირ­დე­ბა და ომის შენი ხედ­ვა ბავ­შვუ­რი­აო. მეც და სა­ქარ­თვე­ლოც ომ­გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შვე­ბი ვართ, ძლი­ე­რი და თა­ვა­წე­უ­ლი, ომი ბევ­რჯერ ვნა­ხე და არას­დროს მშვი­დო­ბა.

ის, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა, მშვი­დო­ბა არ არის. დღეს დგა­ნან ძლი­ე­რი და გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამა­ყად, და იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწო­დებს, სწო­რედ ამ ძლივს გა­მაგ­რე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის და­ლეწ­ვა უნდა და და­უ­ზო­გა­ვად წიხ­ლე­ბით დგე­ბა. იმის­თვის, რომ თავი ჩავ­ხა­როთ, ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლოთ აწე­ვა და თან ბო­დიშს ვიხ­დი­დეთ იმის­თვის, რომ ასე ამაზ­რზე­ნად სუს­ტე­ბი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა