თეგებით ძიება

ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა.. ვფიქრობ, გრენლანდიას მოვიპოვებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან - დონალდ ტრამპი

გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბარი „აგრესიულად“ წარიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის და მეტე ფრედერიქსენის სატელეფონო საუბარი გასულ კვირას, ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა და 45 წუთს გაგრძელდა. თეთრ სახლს მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.

საუბრის შემდეგ ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული არ იყიდება, თუმცა დონალდ ტრამპს სჯერა, რომ აშშ მოიპოვებს კონტროლს გრენლანდიაზე, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ვფიქრობ, ჩვენ მოვიპოვებთ მას“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, კუნძულის 56 000 მცხოვრებელს „სურს აშშ-თან ყოფნა“.

„ვფიქრობ, ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა. მე ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ეს იქნება ძალიან არამეგობრული ქმედება, თუ ისინი არ დაუშვებენ ამას, რადგან ეს არის თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მოვიპოვებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია, უზრუნველყოს თავისუფლება. მათ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა