თეგებით ძიება

საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ 86.82%-ით გაიმარჯვა - ბელარუსის ცესკო

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 86.82%-მა მისცა.

ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს ფიქტიურს და  არათავისუფალს უწოდებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„დღევანდელი ყალბი არჩევნები ბელორუსიაში არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი... ადამიანის უფლებების დაუნდობელმა და უპრეცედენტო დათრგუნვამ, პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვამ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობამ ბელორუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია წაართვა“, - ნათქვამია კაია კალასისა და  ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა