თეგებით ძიება

ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე - კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ "ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე". ამის შესახებ მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე", - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა