თეგებით ძიება

29 იანვარს, 19:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

29 იანვარს, 19:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია დაანონსდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უკვე ორი თვე გადის, რაც მოქალაქეები ყოველდღიურა მოითხოვენ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს მისი კანონით ნაკისრი ვალდებულება და საზოგადოებას მიაწოდოს დროული, ობიექტური ინფორმაცია

მათივე თქმით, არხის ხელმძღვანელობა ღიად უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს, ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესს და ასრულებს პროპაგანდისტული მედიის ფუნქციას.

"ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბების გაშუქებისას, მნიშვნელოვნად მეტ დროს უთმობს ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მესიჯებს. 

შიდა მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გაშუქებისას ძირითადი დრო დაუთმო ქართულ ოცნებას და  მხოლოდ ორიოდე საათი  საზოგადოების წარმომადგენლებს.   ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიხედვით, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავლენდა მიკერძოებას ქართული ოცნების სასარგებლოდ.

ახალი წლის შემდგომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და არ აღადგინა სახალხო ეთერი, რაზეც არაერთხელ მივმართეთ ღიად აქციებიდან თუ სხვადასხვა ეთერებიდან.  

ჩვენი მოთხოვნები კვლავ უპასუხოდ რჩება. ამჯერად ოფიციალური წერილით მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისათვის რომ დააბრუნოს ხალხის კუთვნილი ეთერი და შეწყვიტოს მიკერძოებული პოლიტიკის გატარება. 

ამასთან ორი წლის აღსანიშნავად ვაანონსებთ მასშტაბურ აქციას 29 იანვარს, 7 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ არხის ხელმძღვანელობას და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას რომ საზოგადოება არ დაიღლება და არ დათმობს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. არ დათმობს სიმართლეს.

ჩვენი მოთხოვნები, უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად  მოვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს". - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა