თეგებით ძიება

“არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან - მომავალშიც, იმავეს მიიღებენ“ - ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

“არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახ­ლობ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნოს - მო­მა­ვალ­შიც, როცა ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ვო­კა­ცია იქ­ნე­ბა, იმა­ვეს მი­ი­ღე­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ, აბუ-და­ბა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მას არა­ნა­ი­რი თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აკა­ვებს, რო­დე­საც შვი­ლებს და ოჯახს ეხე­ბი­ან.

“მე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რაც სათ­ქმე­ლი იყო, ვთქვი. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახ­ლობ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნოს. არა­ნა­ი­რი თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ მა­კა­ვებს, რო­დე­საც ჩემს შვი­ლებს და ოჯახს ეხე­ბი­ან. ასე რომ მო­მა­ვალ­შიც, როცა ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ვო­კა­ცია იქ­ნე­ბა, იმა­ვეს მი­ი­ღე­ბენ. თუნ­დაც ცი­ხე­ში წა­ვი­დე ან ჯა­რი­მე­ბი გა­და­ვი­ხა­დო, ღირ­სე­ბა ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და ასე ვმოქ­მე­დებ”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა