თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა ფედერალურ დონეზე ყველა საგრანტო პროგრამა შეაჩერა - CNN
თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა ფედერალურ დონეზე ყველა საგრანტო პროგრამა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გრანტებისა და სესხების გაყინვა ნიშნავს, რომ ფედერალურმა უწყებებმა დროებით უნდა შეაჩერონ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ფედერალურ დონეზე ფინანსური დახმარების ვალდებულებასთან ან გაცემასთან.
პაუზა ეხება სხვა შესაბამისი უწყებების აქტივობებსაც, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ დახმარებას უცხოური დახმარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.