თეგებით ძიება

"მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს, რომელიც ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე დგას" - ბაია პატარაია (ვიდეო)

"მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს, რომელიც ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე დგას" - ამის შესახებ ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვესმოდე, რომ არანაირ შეცდომას არ აჰქონდა ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც არის სასტიკი, რომელიც დგას ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე. ის იმსახურებს სილას, ის იმსახურებს გასამართლებას, ცეცხლს. ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს. დღეს, რაც მოხდა და რა რეზოლუციასაც უყარა კენჭი საპარლამენტო ასამბლეამ, ეს არის უპრეცედენტო ამბავი. იქ დაფიქსირდა ყველა ის პრობლემა, რაც აქვს ''ქართულ ოცნებას'' და ყველაფერი პირდაპირ ითქვა, რომ არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები...

ესენი არიან მაფიოზები, ესენი არ არიან ხელისუფლება, პარტიაც კი არ არიან. ესენი არიან კრიმინალების ბანდა და მზია ამაღლობელმა ამ შიმშილობით წამმზომი ჩაურთო ბიძინა ივანიშვილს და მის დანაშაულებრივ ბანდას. ყოველი დღე არის უმძიმესი, არამხოლოდ ჩვენთვის და მზია ამაღლობელისთვის, არამედ ეს არის უმძიმესი დღე ივანიშვილისთვის და ''ქართული ოცნებისთვის", - ამბობს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა