თეგებით ძიება

სავარაუდოდ, აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფასვერავინ გადაურჩა - CNN

აშშ-ში, ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად, სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 3 სამხედრო იყო, American Airlines-ის თვითმფრინავს შეეჯახა.

უიჩიტა-ვაშინგტონის რეისზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, რთულ პირობებში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი სამძებრო სამაშველო ოპერაციიდან "აღდგენით ოპერაციაზე" გადავიდნენ, რადგან გადარჩენილების პოვნის ყველა იმედი ამოიწურა.

მაშველებმა მდინარიდან უკვე 30-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში ჩავარდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა