ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთში მიმდინარე აქციების ორგანიზების უკან "ქართული ლეგიონი“ დგას - რობერტ ფიცო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტების უკან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ დგას. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ეროვნული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, - განაცხადა ფიცომ.